ზოგადი დებულებები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ,,ნექსთ სტეპ აკადემია“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405703653) ვებ-გვერდზე – www.nextstepacademy.ge (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“).
ვებ-გვერდის გამოყენება და შპს ,,ნექსთ სტეპ აკადემია“-ის მომსახურების გარკვეული პირობები რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით (შემდგომში ,,წესები და პირობები“).
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს. აღნიშნული პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ წესებისა და პირობების შესაბამისად ფასიან კურსზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,შემდეგი’’, ხოლო უფასო კურსზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,დადასტურება’’ მონიშვნით, თქვენ თანახმა ხართ, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებში მითითებულ ყველა დანაწესს.
1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. ,,კომპანია“ ან/და ,,ჩვენ“ გულისხმობს შპს ,,ნექსთ სტეპ აკადემია“-ს, ხოლო ,,თქვენ“ ან/და ,,მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
1.2. ,,მომსახურება“ გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის, და არა მხოლოდ, ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სატრენინგო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის, და არა მხოლოდ: (ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში სტუდენტებისათვის ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის, და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ-პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის (შემდგომში ,,ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები“).
2. ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
2.1. ვებ-გვერდის მიზანია, მომხმარებელს გააცნოს კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია, მომსახურების შესახებ შეთავაზებები, აგრეთვე კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები ან/და საკითხები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია.
2.2. კომპანიის ვებ-გვერდზე სიახლეების, კამპანიისა და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციის განთავსება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფასოდ მივაწოდოთ ან/და შევთავაზოთ მომხმარებელზე მორგებული, რელევანტური შინაარსის ინფორმაცია და კომპანიის მომსახურება.
3. რეგისტრაციის წესი
3.1. კომპანია მომხმარებლებს უზრუნველყოფს როგორც ფასიანი კურსებით, ისე უფასო კურსებით. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი ვალდებულია, ვებ-გვერდზე გაიაროს რეგისტრაცია.
3.2. მომხმარებლის მიერ უფასო კურსზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს ღილაკი ,,კურსები’’, რის შემდგომაც იგი თავისი სურვილისამებრ, ირჩევს სასურველ უფასო კურსს.
3.3. მომხმარებლის მიერ ფასიან კურსზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს ღილაკი ,,კურსები’’, რის შემდგომაც იგი თავისი სურვილისამებრ, ირჩევს სასურველ ფასიან კურსს.
4. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია
4.1. თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება ან/და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, ან/და არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.2. აკრძალულია ვებ-გვერდისთვის ნებისმიერი სახის ან/და ფორმის ზიანის მიყენება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ვებ-გვერდის პროგრამული გატეხვით.
5. ვებ-გვერდზე წვდომა და ცვლილებები
5.1. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება კომპანიის ტექნიკური შეფერხების, ან/და კომპანიისაგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
5.2. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათში.
6. საავტორო უფლებების დაცვა
6.1. ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, მომსახურებაზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები, და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა ,,გაზიარების” ღილაკის მეშვეობით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე.
7. დავები და მარეგულირებელი სამართალი
7.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
7.2. ნებისმიერი ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდიდან მიმართოს ,,ჩატ-ბოტს’’, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მომხმარებლის დაკავშირება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან.
7.3. თითოეული მხარე თანხმდება საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას მათ შორის არსებული ნებისმიერი დავისა და მოთხოვნის გადასაწყვეტად.