კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს “ნექსთ სტეპ აკადემია” (საიდენტიფიკაციო კოდი:405703653) სცემს დიდ მნიშვნელობას მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვას და იცავს კონფიდენციალურობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- მონაცემების შეგროვება
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მომსახურების უზრუნველსაყოფად. ეს მონაცემებია:
- მომხმარებლის სახელი და გვარი
- ტელეფონის ნომერი
- ელექტრონული ფოსტა
- ასაკი
- განათლება (კურსზე რეგისტრაციისას)
- გადახდის ინფორმაცია (საბანკო ოპერაციებისას)
- მონაცემების გამოყენების მიზანი
შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
- კურსზე რეგისტრაციისა და მომსახურების მიწოდება
- კომუნიკაცია მომხმარებელთან (ელფოსტით ან სატელეფონო გზით)
- კურსების გაუმჯობესება და ანალიტიკა
- მომხმარებლის ინფორმირება ახალი კურსებისა და შეთავაზებების შესახებ (მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით)
- მესამე პირებთან გაზიარება
შეგროვებული პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ითხოვს კანონი ან მომხმარებელი მკაფიოდ თანხმდება. - უსაფრთხოება
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე. ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს მონაცემების არაკანონიერი წვდომისა და დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. - Cookies (ქუქი ფაილები)
ჩვენი ვებსაიტი იყენებს ქუქი ფაილებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და ანალიტიკური მიზნებისთვის. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დაბლოკოს ქუქი ფაილები ბრაუზერის პარამეტრებიდან. - მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება:
- მოითხოვოს საკუთარი მონაცემების ნახვა ან ჩასწორება
- მოითხოვოს მონაცემების წაშლა
- უარი თქვას სარეკლამო შეტყობინებებზე
- პოლიტიკის განახლება
კონფიდენციალურობის პოლიტიკა პერიოდულად განახლდება. ყველა ცვლილება გამოქვეყნდება ვებსაიტზე. აქტიური გამოყენება ცვლილებების მიღებად ითვლება.
საკონტაქტო ინფორმაცია
თუ გაქვთ კითხვები ან მოთხოვნები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
📧 ელ.ფოსტა:info@nextstepacademy.ge
📞 ტელეფონი: 577055254